ADMIN SKYPE : footbalist_sandro



    ფილმის შესახებ:
    დასახელება: საქართველოს ოკუპაცია და რეპრესიები
    გამოშვების წელი: 2004
    ავტორი: თომა ჩაგელიშვილი
    ჟანრი: დოკუმენტური
    ხანგრძლივობა: 1:07:19
    ზომა: 60 MB
    ენა: ქართული

    ფილმის აღწერა :

    1921 წლის 23 თებერვალი, შუადღის 3 საათისთვის სტუდენტობა თავს იყრის უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში, შენობა ვეღარ იტევს ხალხს, მიტინგი გადაიტანეს უნივერსიტეტის ეზოში. აქ ქართული მოსწავლე-ახალგაზდობის სულიერი მამა და მათი უსაყვარლესი ადამიანი ივანე ჯავახიშვილი მათ მიმართავს:

    შვილები, ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო და აი მე დღეს თქვენ იარღისკენ მოგიწოდებთ.

    24 თებერვალი ზარბაზნების გრიალით გათენდა, 20 ნაბიჯს იქით აღარაფერი სჩანს ჩვენები ყოველ მტკაველ მიწას ზედ აკვდებიან... თოვლი გაწითლდა, გვამები მოძრაობას ანელებენ, ხელჩართული ბძოლები არ წყდება, ურა და ვაშა ერთმანეთში ირევა 20 წლის იუნკრები ერთგული არიან თბილისის ქუჩებში ჩუმათ დადებული ფიცისა: ბოლშევიკები ჩვენს გვამებზე გადმოივლიან! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! უკანასკნელად იძახიან გულ განგმირული ახალგაზდები და მხიარულად ეხუტებიან ცივი გვამებით მშობლიურ მიწას...

    1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოზე აგრესია შენიღბულიყო. წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო ვითომ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დასახმარებლად. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორეს ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან სადავო იყო საქართველოსა და სომხეთს შორია. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს რუსულ სოფლებში დაიწყო პროვოკაციული აჯანყება. წინასწარი გეგმის მიხედვით 16 თებერვალს საქართველოში შეიქმნა ” საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (რევლომი)” რომელსაც ვითომ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მშრომელთა აჯანყებისთვის. რევკომში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე (თავმჯდომარე), მამია ორხელაშვილი, შალვა ელიავა , საშა გეგეჭკორი, და სხვები . იმავე დღეს 16 თებერვალს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს, საბჭოთა რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა რადგან წითელმა არმიამ საქართველოს საზღვრები 15 თებერვალს გადმოლახა.ხოლო საქართველოს რევკომის თხოვნა 16 თებერვალს გაიგზავნა.

    საქართველოში შემოიჭრა სომხეთს და აზერბაიჯანში მდგარი XI წითელი არმია. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს კიდევ ორი მხრიდან შემოუტია სოჭის რაიონიდან აფხაზეთში და მამისონის უღელტეხილიდან ქუთაისისკენ . ძალები აშკარად არათანაბარი იყო, მდგომარეობას ართულებდა ისიც რომ თურქეთმა სამხრეთ დასავლეთ საქართველოში არტაანსა და ართვინში ჯარების შეყვანა დაიწყეს. საქართველოს მთავრობამ ეს ტერიტორიები დათმო. მიუხედავათ ასეთი ფართომაშტაბიანი აგრესიისა რუსეთი საქართველოს ომს მაინც არ უცხადებდა. რუსების დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა თითქოს აჯანყებულებს რევკომი ხელმძღვანელობდა ხოლო XI წითელი არმია საქართველოში აჯანყებულთა დასახმარებლად იყო შესული.

    1921 წლის 15-16 თებერვლიდან საქართველოს ჯარები საზღვრებზე გამართული ბრძოლების შემდეგ თბილისისკენ იხევდნენ. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. ქართული ჯარის, სახალხო გვარდიის და მოხალისეების გმირული ბრძოლის შემდეგ 20 თებერვალს მტერმა უკან დაიხია. ამ ბრძოლებში თავი გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა იუნკერებმა. 22 თებერვალს მტერმა კვლავ შემოუტია თბილის მაგრამ ამჯერადაც დამარცხდა. 23 თებერვალს თბილისში დიდი პატივით დაკრძალეს თბილისის დაცვისთვის დაღუპულები. 24 თებერვალს კრიტიკული სიტვაცია შეიქმნა მტერმა შევსება მიიღო , ქართულ ჯარს კი რეზერვები ელეოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და მთავარსარდალმა გიორგი კვენეტაძემ თბილისი დატოვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის XI წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შემოვიდა . საქართველოს მთავრობა ბათუმში გადავიდა. საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის დატოვებამ შეარყია ქართველების ბრძოლის სულისკვეთება. საქართველომ დასავლეთ ევროპისგან დახმარება ვერ მიიღო, ამას ისიც დაერთო რომ 1921 წლის 16 მარტს თურქები ბათუმში შევიდნენ და მოითხოვეს იქ მყოფი ქართული ჯარის განიარაღება. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ.

    კოლაუ ნადირაძე
    25 თებერვალი, 1921 წელი

    თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

    ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
    საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
    ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

    მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
    ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
    არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

    თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

    დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
    მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
    ეფინებოდა გმირების გვამებს –
    განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
    და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

    თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

    იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
    სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
    სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
    მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
    სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
    თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -

    წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
    თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
    შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

    თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
    დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

    მართალია საქართველოს მთავრობამ დატოვა ქვეყანა მაგრამ ისინი ოკუპანტებთან შეთანხმების პოლიტიკას არ დასდგომიან. უფლებამოსილება არ მოუხსნია არცერთ სახელმწიფო ორგანოს , რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვი ბრძოლაში.

    1923 წელს როცა კოტე აფხაზი და მისი ჯგუფი დაპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს სერგო ორჯონიკიძესთან მივიდა მწერალი ეკატერინე გაბაშვილი დაუჩოქა და დაჩოქილმა სთხოვა მას: სერგო ხომ იცი კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძის დისშვილია და შეუნარჩუნე სიცოცხლეო... სერგო როჯონიკიძის პასუხი კი იყო: ილია ჭავჭავაძის დისშვილი კი არა ილია ჭავჭავაძე რომ იყოს ცოცხალი იმასაც დავხვრიტავდითო...
    1923 წლის 19 მაიის აჯანყებსი 15 მონაწილეს დახვრეტა მიესაჯა... პროცესზე არ ყოფილა არც ადვოკატი, პროკურორი და მოსამართლე გადაწყვეტილებ ეგრეთ წოდებული "ტროიკა" იყებდა... დახვრეტის წინ მათ "დიდება" საქართველო ჰიმნი უმღერიათ კოტე აფხაზს უთქვამს: დაე ეს ჩვენი ზვარაკათ დაღვრილი სისხლი იყოს მომავალი საქართველოს განთავისუფლებსი საწინდარი.
    20 მაის გამტენიისას დახვრიტეს.

    გენერალი ანდრო ანდრონიკაშვილი
    გენერალი ვარდენ წულიკუძე
    გენერალი კოსტანტინე აფხაზი
    პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი
    პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი
    პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი
    პოლკოვნიკი ელისბარ გულისაშვილი
    პოლკოვნიკი დიმიტრი ჩდილელი
    ოფიცერი ფარნაოზ ყარალაშვილი
    ოფიცერი სიმონ მუხრან-ბატონი
    ოფიცერი ლევან კლიმიაშვილი
    ნიკოლოზ ზანდუკელი
    იასონ კერესელიძე
    სიმონ ჭიაბრიშვილი
    ივანე ქუთათელაძე

    სიკვდილს ყველა გმირულათ შეხვდა. ცნობილია რომ დახვრეტის წინ გენერალმა ანდრონიკაშვილმა მიმართა ჯალათებს: სახეზე გეტყობათ რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე, წრწოდეთ მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები იზდებიან...

    ფაილი:
    ფორმატი: wmv
    ხარისხი: TVRip
    ვიდეო: 384x288,101 Kbps,12.500 fps
    აუდიო: 20.0 Kbps,22.05 KHz,8.00 MiB (16%),1ch


     |   |  ნანახია: 797 | ავტორი: სტუმარი | თარიღი: 2024-05-13  | 


    გადმოწერე ---> საქართველოს ოკუპაცია და რეპრესიები (1921 - 1924) [დოკ.ფილმი/TVRip/2004]


    ძვირფასო მომხმარებელო თქვენ ბრძანდებით საიტზე როგორც სტუმარი.ლინკის სანახავად კომენტარების დასამატებლად და წასაკითხვად უნდა გაიაროტ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !!!
    ლინკის სანახავად უნდა დარეგისტრირდეან უნდა გაიარო ავტორიზაცია.

    მინი-პროფილი

    ორშაბათი
    2024-05-13
    10:00 AM

    [ პროფილის მართვა ]

    კალენდარი

    «  იანვარი 2011  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
         12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31

    გამოკითხვა

    სარგებლობთ ტორენტ პროგრამით ?
    სულ პასუხი: 99

    მინი-ჩათი

    200

    პროგრამები

    სტატისტიკა


    online casinos COUNTERS

    მომხმარებელი:

    რეკლამა საიტზე



    • დიზაინი

    • დიზაინი დაყენებულია Sandro21-ის მიერ
    • Web Style Group

    • Sandro21
    • Santosa
    • Chaabu
    • წაიკითხეთ

    • თუ გნებავთ დიზაინის ხარისხიანათ დაყენება ან ნებისმიერი სკრიპტის დაყენება დაგვიკავშირდით მარცხენა ბლოკში არის ჩვენი სკაიპები
    Make a free website with uCoz |
    • ბანერი

        გაქ საიტი? და გინდა ბანერის გაცვლა ? მაშინ მომწერე და გავცვალოთ skype:footbalist_sandro
    • ყურადღება

      ამ საიტზე არც ერთი სიალხე არაა მოპარული ასე რომ კეთილი ინებეთ და არ მოიპაროთ სიახლეები ისე რომ არ მიუთითოთ წყარო ლინკის სახით. სხვაგვარად მომპარავის დედას შევეცი !
    • ჩვენი პროექტები

        WwW.GeO-WaReZ.UcOz.Ae
        WwW.GeOsOfT.ClAn.Su